Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2023 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა 15 დეკემბერს, თსუ პირველი კორპუსში.

 

ღონისძიებას უძღვებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებმა, ბატონმა ერეკლე ასტახიშვილმა, ბატონმა კახაბერ ჭეიშვილმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატონმა ლაშა საღინაძემ.

 

წარმოდგენილი იქნა შემდეგი პრეზენტაციები:

 

- „თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ადამიანისეული კაპიტალის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი;

- „ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირების მანქანური სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი;

- „საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან კოორდინირებული ენერგეტიკული ჰაბის პოლიტიკის ფორმირება და მისი განხორციელების პერსპექტივები“ - ხელმძღვანელი  პროფესორი რევაზ გველესიანი;

-„დისპეტჩერული მართვისა და კონტროლის   ავტომატიზებული სისტემის (SCADA) სრულყოფის გზები ელექტროენერგეტიკაში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე;

- „ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ფირმებში: გამოწვევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის“ - ხელმძღვანელი  პროფესორი ეთერი ხარაიშვილი;

- „ლიდერის ქცევის გავლენა მიმდევრების მოტივაციასა   და ქცევაზე“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;

- „პოსტკრიზისული რეაბილიტაციის ეკონომიკური სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მარინა ტაბატაძე;

- „დისკრიმინაციის ფორმები კარიერის მართვის პროცესში და ქართული  სტერეოტიპები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;

- „საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუვნველყოფის თანამედროვე პრიორიტეტები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.